კალათბურთის აკადემიაში 2001-წლიანთა ფეტივალი საინტერესოდ დაიწყო

კალათბურთის აკადემიაში 2001-წლიანთა ფეტივალი საინტერესოდ დაიწყო

დღეს ზღვრული დღე იყო მინი კალათბურთში: დასრულდა 2000 წელს დაბადებულთა ფესტივალი და დაიწყო 2001-წლიანთა ანალოგიური ტურნირი. განსხვავება ისაა, რომ დღეს დაწყებულ ფესტივალში 8 გუნდი მონაწილეობს – ანუ 8-ჯერ ნაკლები, ვიდრე 2000-წლამდელთა ტურნირში.
8 გუნდიდან 1 კონკურსგარეშეა. სწორედ ეს 1 გუნდია, აღნიშნულ ტურნირს რომ თავისებურ ხიბლს მატებს. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ჩვენს ქვეყანაში ქალთა კალათბურთის პოპულარიზაციის აუცილებლობა და მინისაკალათბურთო ფესტივალში გოგონათა გუნდი დაუშვა – ოღონდ, რა თქმა უნდა, კონკურსგარესე. გოგონათა გუნდი „ბასტიონი“ ჯგუფიდან გამსვლელ 2-ეულში რომ მოხვდეს, პლეი ოფის საგზურს მესამეზე გასული გუნდი დაიკავებს, გოგონებისთვის კი ტურნირი დასრულდება.

ორბი – ბასტიონი. გოგონები ბიჭების ფარს უტევენ
დღეს ბასტიონელი გოგონები „ორბს“ შეხვდნენ და არცთუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ „ბასტიონელი“ გოგონები 1999 წელს არიან დაბადებულნი, ანუ ტურნირის მონაწილეებზე მინიმუმ 2 წლით არიან უფროსნი. გოგონათა გუნდმა 20 ქულის სხვაობით წააგო, თუმცა მეტოქისთვის 14 ქულის ჩაგდება მაინც მოახერხა.
ამავე – „ა“ ჯგუფში „ჰიუნდაიმ“ „თბილისი“ დაამარცხა. ლაშა თოიძის გუნდმა თბილისელებს იოლად – 48:21 მოუგო. რაც შეეხება მეორე ჯგუფის თამაშებს, იქ იყო ბრძოლა, თუ იყო…
ვეჭვობთ, ტურნირის ბოლომდე აისეთი დაძაბული მატჩი კიდევ გაიმართოს, დღეს „რუსთავმა“ და „აკადემიამ“ შორის რომ ითამაშეს. მატჩი რუსთაველთა გამარჯვებით – 53:52 დასრულდა. ეს იყო უთანასწორო შეხვედრა, რადგან მთელი „რუსთავის“ წინაათმდეგ ლამის მარტო თამაშობდა მიხეილ ზურაბაშვილი, რომელიც 2000-წლიანთა ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. ზურაბაშვილმა თავისზე ერთი წლით უფროს აკადემიელთა გუნდს ჩემპიონობა მოაგებინა, ფინალის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა და მერე თავისი წლოვანების ტურნირში ჩაება. „აკადემიის“ გუნდში იგი მთავარი ლიდერია. თავად განსაჯეთ, ზურაბაშვილმა აკადემიელთა მიერ მოგროვებული 52 ქულიდან 42 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა.

თანაგუნდელმა გუსაევი ხელში აიტაცა
რუსთაველებმა შეუპოვრად იბრძოლეს და გამარჯვებასაც ალალად იმსახურებდნენ. გამოსარჩევია ქვემოქართლელთა გუნდის ყველაზე ტანდაბალი, თუმცა ყველაზე სხარტი და ზუსტი კალათბურთელის, სამირ მუსაევის კარგი თამაში. აზერბაიჯანელი კალათბურთელი რუსთაველთაგან ბომბარდირი გახდა, პლუს ამას, მატჩის ბოლო წუთებზე უმნიშვნელოვანესი ჩაჭრა და ქულები მიითვალა, რამაც ბადრი კიკვიძის გუნდს თამაში მოაგებინა.
რუსთაველები ისე გაახარა გამარჯვებამ, რომ საქმეში ჩაუხედავ ქომაგს ეგონებოდა, ეს გუნდი ჩემპიონი გახდაო. მორიგი ტურის მატჩები ხვალ, 10 ივნისს გაიმართება.

2001 წელს დაბადებულთა ფესტივალი მინი კალათბურთში. ჯგუფური ეტაპი. 9 ივნისი
„ა“ ჯგუფი
ჰიუნდაო – თბილისი    48:21
13:10, 19:4, 12:2, 4:5
ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი 21, ქავთარაძე 13
თბილისი; გოდერძიშვილი 10, ჩიქობავა 4
ორბი – ბასტიონი         14:34
12:4, 13:2, 4:4, 5:4
ორბი; გორგაძე 8, შეყრილაძე 6
ბასტიონი: დარჩია 8
 
„ბ“ ჯგუფი
აკადემია – რუსთავი    52:53
15:10, 6:13, 12:14, 19:16
აკადემია: ზურაბაშვილი 42, ცხვირავაშვილი 4
რუსთავი: გუსაევი 18, ტაბაღუა 9, პერტაია 7
კარდინალები – გორი          16:23
2:3, 2:4, 6:8, 6:8
კარდინალები: შარმიაშვილი 12
გორი: ქურდაძე 15ხარხელი 4

რუსთაველთა სიხარული