კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა ჩატარდა

კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა ჩატარდა

დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები.

სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პაატა გურასპაული, გენერალურ მდივნად გიორგი ქართველიშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ ცქიტიშვილი, დავით საყვარელიძე და ვლადიმერ ბოისა.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს გამართულ საერთო საარჩევნო ყრილობაზე საარჩევნო სუბიექტების 100%-იანი მხარდაჭერით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა.