კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მილოცვა ზაზა ფაჩულიას!

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მილოცვა ზაზა ფაჩულიას!

დღეს 36 წელი შეუსრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილს კაპიტანს, ერთ-ერთ საუკეთესო და წარმატებულ ქართველ კალათბურთელს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიას. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ზაზა ფაჩულიას დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში.