კალათბურთის მსაჯთა კავშირმა სემინარი გამართა

კალათბურთის მსაჯთა კავშირმა სემინარი გამართა

დღეს სპორტის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში კალათბურთის მსაჯთა კავშირმა სემინარი გამართა,რომელსაც სუპერლიგის მსაჯები, მსაჯ-მდივნები და კომისრები დაესწრნენ.
ფიბას სასწავლო მასალებით სემინარები საერთაშორისო კლასის არბიტრმა და მსაჯთა კავშირის პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა, კალათბურთის ფედერაციის გენარალურმა მდივანმა, საერთაშორისო კატეგორიის კომისარმა მერაბ რატიშვილმა და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა, მსაჯთა ინსტრუქტორმა მაკა კუპატაძემ ჩაატარეს.

კალათბურთის მსაჯთა კავშირის ინსტრუქტორი მაკა კუპატაძე
აღსანიშნავია, რომ მსაჯთა კავშირის სემინარს სუპერლიგის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი დაესწრო, რომელმაც ჩემპიონატში გუნდების ფინანსურად და შემადგენლობით გაძლიერება აღნიშნა და ხაზი გაუსვა მსაჯობის კვალიფიკაციის მნიშვნელობას.
 სემინარი როლანდ ხომერიკმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებასთან კომისრის ვალდებულებებზე ისაუბრა. მერაბ რატიშვილმა ლექცია შემდეგ თემაზე ჩაატარა: მსაჯების კომუნიკაცია პარტნიორებთან, მსაჯთა მაგიდასთან და თამაშის მონაწილეებთან. მაკა კუპატაძემ კი მსაჯობის კრიტერიუმებზე ისაუბრა და სემინარის დამსწრე საზოგადოებასთან ერთად  ვიდეო რგოლების საშუალებით აქტუალური სათამაშო ეპიზოდები განიხილა. კომისრებს დაურიგდათ სპეციალური ვალდებულებები, რომლებსაც ყველა მათგანი წერილობით დაეთანხმა. თამაშის კომისრებს დაეკისრებათ თამაშის სპეციალური ოქმის შევსება, სადაც მსაჯებს 5-ბალიანი სისიტენით შეაფასებენ. ყოველ ორშაბათს კი მსაჯთა კავშირის ყოველკვირეულ განხილვაზე კომისრის მუშაობის ხარისხი და სისწორე გადამოწმდება.