კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე სუპერლიგის გუნდებს შეხვდნენ!

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე სუპერლიგის გუნდებს შეხვდნენ!

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე, გენერალური მდივანი დავით საყვარელიძე, გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძე, პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი მარხვაშვილი და საშეჯიბრო დეპარტამენტის თანამშრომლები სუპერლიგის გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სუპერლიგის ახალ დებულებაში შეტანილი ცვლილებები, მიმდინარე და მომავალ სეზონთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

გამგეობის წევრების განცხადებით აღნიშნულ შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ისინი  კლუბებში არსებულ პრობლემებსა და მათ ინიციატივებზე იქნება ორენტირებული.