კალათბურთის ფედერაცია და საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო თანამშრომლობას იწყებენ

კალათბურთის ფედერაცია და საქართველოს
ანტიდოპინგური სააგენტო თანამშრომლობას იწყებენ. საკალათბურთო სუპერლიგის პლეი
ოფის მატჩებზე ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლები მოთამაშეებს შესაბამის
ტესტირებას ჩაუტარებენ. 

აღნიშნული ღონისძიება საქართველოში მიმდინარე ეროვნული
ჩემპიონატების პრესტიჟს მნიშვნელოვნად ასწევს მსოფლიოს ანტისადოპინგო ფედერაციის
თვალში.

 

საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოს
ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის სოლიდური გამოცდილება დაუგროვდა, რაც გასულ თვეში
თბილისში ჩატარებული ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატის მომსახურებამაც დაადასტურა.

 

საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებზე
დოპინგ-სინჯები ჩატარდება “მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა” და
“ტესტირების საერთაშორისო სტანდარტების” სრული დაცვითა და
შესაბამისობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთნ უკვე
თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირი და ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე
სისტემატიოურად ტარდება შესაბამისი სინჯების აღება.

 

 
კალათბურთის ფედერაციისა და ანტიდოპინგური სააგენტოს აღნიშნული პროექტის
განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს მხარდაჭერით.