კალათბურთის ფედერაციის პრეს-რელიზი

მიმდინარე წლის 24 ივლისს გაიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომა, რომელმაც დაამტკიცა შემდეგი საკითხები:
1) 2013 წლის 10 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა.
2) დამტკიცდა რიგგარეშე ყრილობის დღის წესრიგი, ასევე  განსახილველი დრო სხვადასხვა საკითხებისთვის.
3) გამგეობამ დაამტკიცა სკფ-ს წესდების ახალი რედაქცია, რომელიც საბოლოოდ დასამტკიცებლად იქნება გატანილი 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობაზე.
4) გამგეობამ დაამტკიცა რიგგარეშე ყრილობის დელგატთა სია შემდეგი შემადგენლობით:
1. საკალათბურთო კლუბი დინამო
2. საკალათბურთო კლუბი არმია
3. საკალათბურთო კლუბი შსს-აკადემია
4. საკალათბურთო კლუბი ოლიმპი
5. თსუ
6. სტუ
7. თსსუ
8. საკალათბურთო კლუბი ”ენერჯი ინვესტი” რუსთავი
9. საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010
10. საკალათბურთო კლუბი სოხუმი
11. ბათუმი-რსუ
 
12. კალათბურთის პროფესიული კლუბი მაქაბი
13. ჰიუნდაის საკალათბურთო კლუბი
14. საკალათბურთო კლუბი აკადემია
15. მ. კეკელიძის სახელობის საკალათბურთო სკოლა
16. ფოთის სასპორტო სკოლა
17. რუსთავის სპორტთამაშობათა სკოლა
18. ქუთაისი სპორტთამაშობათა სკოლა
19. თელავის სასპორტო გაერთიანება
20. გორის სასპორტო სკოლა
 
21. შიდა ქართლის რეგიონალური კალათბურთის განვითარების ცენტრი
22. იმერეთის კალათბურთის ფედერაცია
23. კახეთის კალათბურთის ფედერაცია
24. სამეგრელოს კალათბურთის ფედერაცია
25. ქვემო ქართლის მხარის კალათბურთის ფედერაცია
26. აჭარის რეგიონალური კალათბურთის სპორტული ფედერაცია
27. გურიის რეგიონის კალათბურთის ფედერაცია
28. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი
29. თბილისის კალათბურთის ფედერაცია
30. საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირი
31. საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი
32. ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდი
 
ზემოთაღნიშნულ დელეგატთა საყურადღებოდ:
გთხოვთ, 2013 წლის 7 აგვისტომდე მოგვაწოდოთ 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობაზე თვენი ორგანიზაციის მიერ დელეგირებული წარმომადგენლის ვინაობა.