კალათბურთის ფედერაციის პრეს-რელიზი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეიმუშავა საკუთარი წესდების ახალი პროექტი, რომელიც 6 ივნისიდან განთავსებულია ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აღნიშნულ წესდებასთან დაკავშირებით ნებისმიერ მსურველს შეეძლო საკუთარი აზრის დაფიქსირება და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, მათი 30 ივნისამდე წერილობით წარმოდგენა.
ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ აღნიშნული თარიღი გახანგრძლივებულია 8 ივლისამდე. შესაბამისად, ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შესაძლებლობა ეძლევა, წესდების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები თუ შენიშვნები 8 ივლისამდე მოგვწეროს ელექტრონულ მისამართზე: gocha.svanidze@gmail.com, ან basket@gol.ge
 
ახალი წესდების პროქეტი: http://superleague.ge/pdf/gbf_wesdeba.pdf