კალათბურთის ფედერაციის პრეს-რელიზი

 საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეიმუშავა საკუთარი წესდების ახალი პროექტი, რომელიც განსახილველად განთავსებულია სფკ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ყველა დაინტერესებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, ა. წ. 30 ივნისამდე შესაძლებლობა ექნება გამოთქვას თავისი შენიშვნები წესდების პროექტთან დაკავშირებით.
მსურველებს შენიშვნები წერილობითი სახით შეუძლიათ გააგზავნონ ახალი წესდების ტექნიკური შემსრულებლის, კს საადვოკატო ბიურო „სვანიძე და პარტნიორების“ ელექტრონულ ფოსტაზე: gocha.svanidze@gmail.com ან კალათბურთის ფედერაციის ელ-ფოსტაზე: basket@gol.ge
 
ახალი წესდების პროქეტი: http://superleague.ge/pdf/gbf_wesdeba.pdf