კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის რამდენიმე სახეობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად პარლამენტში – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს. გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ოპიციალურ ინფორმაციას:
 
 
       პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომა
 
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, რომელმაც კომიტეტის წევრებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სამომავლო გეგმები გააცნო. 
 
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა ფედერაციაში არსებულ მდგომარეობაზე, გაწეულ საქმიანობაზე, 2013 წლის მიზნებზე და ამოცანებზე. ბესიკ ლიპარტელიანის განცხადებით, 2013 წელს ფედერაციის პრიორიტეტებია: ეროვნული ნაკრები, ასაკობრივი ნაკრებები, საქართველოს ჩემპიონატები-საკლუბი სპორტი და ვეტერანი კალათბურთელების დახმარება. მან დეტალურად ისაუბრა საკლუბო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის საკუთარ ხედვაზე. ბესიკ ლიპარტელიანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების საკითხს. ფედერაციის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კალათბურთის განვითარებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე და კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. ბესიკ ლიპარტელიანმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა სპორტულ საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა საკანონმდებლო კუთხით სრულფასოვანი ცვლილებების განხორციელება მოხერხდეს. 
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მომავალში გეგმავს მოუსმინოს რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით.
 
www.parliament.ge/index.php?option=com_content&view=article&id=3389%3A2013-04-18-17-31-01&catid=2%3Anews&Itemid=433&lang=ge
 
VIDEO: http://info9.ge/?l=G&m=1000&id=17185