კალათბურთის ფედერაციის სამძიმარი ბექა ბურდიაშვილის ტრაგედიასთან დაკავშირებით

კალათბურთის ფედერაციის სამძიმარი ბექა ბურდიაშვილის ტრაგედიასთან დაკავშირებით

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სრულიად ქართული საკალათბურთო საზოგადოების სახელით დიდ მწუხარებას გამოხატავს ქართველო მორგბის, ბექა ბურდიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 27 წლის მორაგბე საფრანგეთში, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ალბის გარეუბანში მოხდა, როდესაც ბურდიაშვილი “ლავორთან” მატჩზე საკუთარი ავტომობილით მიემგზავრებოდა. ბურდიაშვილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. პოლიციელების განცხადებით, ქართველი მორაგბე ადგილზევე დაიღუპა.

საკალათბურთო სამყარო თანაუგრძნობს ბექა ბურდიასვილის ოჯახს, ახლობლებს და მთელს სარაგბო თემს.