კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ასაკობრივი ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების მწვრთნელებსა და მენეჯერებს შეხვდნენ

კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ასაკობრივი ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების მწვრთნელებსა და მენეჯერებს შეხვდნენ

ახალი საკალათბურთო სეზონის დაწყების მოახლოებასთან ერთად გრძელდება სამუშაო შეხვედრები გუნდების წარმომადგენლებთან და მწვრთნელებთან. სუპერლიგის კლუბების შემდეგ, კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ასაკობრივი ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების მწვრთნელებსა და მენეჯერებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მას 40-ამდე გუნდის წარმომადგენელი დაესწრო.

გუნდების წარმომადგენლებს სუპერლიისა და ასაკობრივი ლგების დირექტორი, გიორგი ჯაფარიძე და მისი მოადგილე, ვანო ლაცაბიძე შეხვდნენ და ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც ახალი ჩემპიონატების ორგანიზებასთან, საშეჯიბრო პირობებთან და სხვა საჭირო დეტალებთან არის დაკავშირებული. 

წინასწარი შეთანხმებით, ასაკობრივი ჩემპიონატები “ა” ლიგებით, სავარაუდოდ ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყება, მანამდე კი უფრო დეტლური განხილვისთვის სამუშაო შეხვედრები გაიმართება.