“კანტუმ” მარკოიშვილთან ერთად “მონფერატო” დაამარცხა

“კანტუმ” მარკოიშვილთან ერთად “მონფერატო” დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური მოახლოებული აღდგომის გამო ადრიანად დაიწყო. პარასკევს ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „კანტუ“ და „მონფერატო“ შეხვდნენ. კანტუელთა რიგებში მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა. გიორგი შერმადინმა ფეხის ტრავმა მიიღო და გუნდს ერთი თვე ვერ დაეხმარება, მანუჩარ მარკოიშვილი კი მოედანზე იყო და 25 წუთი ითამაშა.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, ჩაჭრა და პასი მიითვალა. მანუჩარმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ. მარკოშვილმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო.

შეხვედრის პირველი სამი მეოთხედი თანაბარი იყო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ კანტუელები ოდენ ქულით ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეულში მეტოქე დაჯაბნეს და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით – 70:55 მოიგეს.
 მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო ამერიკელი მარტენ ლეუნენი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. “ბენეტ კანტუმ” 34 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილს ინარჩუნებს და ლიდერ „სიენას“ ორი ქულითღა ჩამორჩება.
 დღეს, ნიკა მეტრეველის “ბანკო დი სარდინია სასარი” ტრევიზოს “ბენეტონს” უმასპინძლებს. ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ კი 9 აპრილს  „ვენეციას“ შეხვდება.