“კარდინალებმა” ჰიუნდაი” გაამარცხეს

“კარდინალებმა” ჰიუნდაი” გაამარცხეს

ცენტრალური მატჩი გაიმართა 13–წლამდელთა ჩემპიონატში. ერთმანეთის წინაშე A ჯგუფის გამორჩეული გუნდები – „ჰიუნდაი I“ და „“კარდინალები“ წარსდგნენ. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილ „კარდინალებს“ დარჩათ.
 
პირველი მეოთხედი ჰიუნდაელებმა 1 ქულით მოიგეს. ტანმაღალ გოგა ბითაძეს კარდინალები ვერ აჩერებდნენ, თუმცა ბითაძემ ნაადრევად მიიღო პერსონალურები და უსაფრთხოების მიზნით იგი მწვრთნელმა მოედანს განარიდა. სწორედ ამის შემდეგ გამოასწორეს თამაში კარდინალებმა და უპირატესობასაც დაეპატრონნენ.
 
კარდინალების ლიდერმა ნიკა ყირიმელმა საკუთარი პუნქცია გაამართლა. იგი თითქმის ყველა შეტევის ორგანიზატორი და დამგვირგვინებელი იყო. მისი აქტიურობის შედეგად დიდბარიძის გუნდმა მესამე მეოთხედში გარდატეხა მოახდინა და მთელი 10 ქულით დაწინაურდა. ამასობაში ამოქმედდა ჰიუნდაელთა უკანახაზელი ბერდია ქავთარაძე, რომელმაც თავისი გუნდის შეტევებს სწორი მიმართულება მისცა.
 
ყველაფერი ბოლო მეოთხედში გაირკვა. ჰიუნდაელებმა ბოლო წუთებზე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ რომა ჩალაბოვის, ლევან მჭედლიშვილის და რაღა თქმა უნდა, ნიკა ყირიმელის შეუპოვრობის შედეგად „კარდინალებმა გამარჯვების მოპოვება შესძლეს.
მნიშვნელობა ჰქონდა ანგარიშსაც. პირველ წრეში „ჰიუნდაიმ“ „კარდინალები“ 2 ქულის სხვაობით დაამარცხა, ახლა კი 4–ით იმარჯვა და თუკი რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს ამ ორ გუნდს თანაბარი ქულები აღმოაჩნდებათ, პირველობა დიდბარიძის გუნდს ერგება.
 
დანარჩენ მატჩებში ბრძოლა არ შედგა. „აკადემია 2“–მა „ავერსს“ მოუგო, ხოლო „დინამომ“ „ჰიუნდაი 2“–ს შანსი არ დაუტოვა. დღის მეოთხე მატჩში სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა 47:26 დაამარცხა „აკადემია 2“.
 

 
13–წლამდელთა ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. „დინამოს“ ბაზა. 22 აპრილი
 
აკადემია I 64:39 ავერსი
19:6, 5:12, 20:12, 20:9
აკადემია: ზურაბაშვილი (29), ანთელიძე (8)
ავერსი: სუხიშვილი (18)
 
ჰიუნდაი II 30:73 დინამო
7:18, 12:20, 6:22, 5:13
ჰიუნდაი: წენგუაშვილი (9), გოგიტაშვილი (8)
დინამო: ცარციძე (19), ისრაელიანი (18), სულხანიშვილი (10)
 
აკადემია II 26:47 თსსუ
8:19, 4:7, 6:15, 8:6
აკადემია: მგელაძე (8), კაზანჯიანი (6)
თსსუ: ალავიძე (11), კაციაშვილი (10)
 
ჰიუნდაი I 42:46 კარდინალები
12:11, 8:11, 6:10, 16:14
 
ჰიუნდაი: ბითაძე (14), ფიფია (9)
კარდინალები: ყირიმელი (24), მჭედლიშვილი (8)