კარდინალმა და რუსთავმა 7-8 ადგილები გაინაწილეს

კარდინალმა და რუსთავმა 7-8 ადგილები გაინაწილეს

ვაკეში მდებარე საკალათბურთო დარბაზში 20-წლამდელთა
პლეიაუტში 7-8 ადგილებისთვის ერთანეთს ,,თბილისის კარდინალები“ და ,,რუსთავი“ დაუპირისპირდნენ,
სადაც ,,კარდინალმა“ მეტოქე 91:88 დაამარცხა და მე-7 ადგილი დაიკავა. 

შეხვედრის საწყისი ათწუთეული მასპინძელთა სასარგებლოდ
წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში ,,ქვემოქართლელები“ ბრწყინვალედ გაისარჯნენ დაცვაში
და ტაიმში სოლიდური უპირატესობით, 51:36 იმარჯვეს. მესამე მეოთხედში კარდინალის გუნდმა
თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა და  სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანა – 63:71.  უაღრესად დაძაბული გამოდგა დასკვნითი მეოთხედი, რომლის
დასაწყისშიც ,,კარდინალი“ მდევრის როლში აღმოჩნდა. მატჩის აღნიშნული პერიოდის მე-6
წუთზე კი დაწინაურებაც მოახერხა და მინიმალური სხვაობით გავიდა წინ – 80:79. ამის შემდეგ
,,კარდინალმა“ მოპოვებული უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა და მატჩის დასასრულს 25 წამით
ადრე 88:85 დააფიქსირა. დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც რუსთაველებმა ერეკლე
ლორთქიფანიძის ზუსტი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრეს – 88:88. მატჩის ძირითადი
დროის ამოწურვამდე 9 წამი რჩებოდა, რომლის განმავლობაშიც ,,კარდინალის“ მოთამაშემ,
რევაზ როგავამ 3 ქულა ზუსტად მოათავსა რუსთაველთა კალათში და მატჩიც მასპინძლეთა სასარგებლოდ
დასრულდა.  

 გამარჯვებულებს
34 ქულით გიორგი კალანდაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეასრულა
– გიორგი ხარაძემ (10ქ.15მ), გურამ კენჭიაშვილმა (15ქ.10მ) და რევაზ როგავამ (24ქ.10მ).
 

,,რუსთავის“ მხრიდან 23 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძე გამორჩა,
ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი ოქროჭელიძემ და ლევან ობგაიძემ მიითვალეს.