კარდინალმა და სოხუმმა მეტოქეები გაანადგურეს

კარდინალმა და სოხუმმა მეტოქეები გაანადგურეს

ვაკეში მდებარე აკადემიის საკალათბურთო დარბაზში დასრულდა
16-წლამდელთა მორიგი ტური, სადაც ერთმანეთს კარდინალი – ორბი1და ,,ზაზა“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი ,,კარდინალის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დიდი სხვაობით, 82:50 გაანადგურა.

მოგებულებს 19 ქულით გიორგი გუგეშაშვილმა ულიდერა, რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და
ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნაღა დააკლდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ვასო მჭედლიშვილმა, რომლის
ანგარიშზეც 17 ქულა და 15 მოხსნაა. ,,ზაზას“ შემადგენლობაში კი ორმაგი დუბლით, 16 ქულითა
და 12 მოხსნით თორნიკე რაზმაძე გამოირჩა. ტურის დასკვნით მატჩში,,სოხუმმა” ,,ავერსი
2“  113:20 გაანდგურა. ,,სოხუმელთა“ შემადგენლობაში
ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეასრულა: სოსო მაჭავარიანმა 31 ქულა და 10
ჩაჭრა მიითვალა, დავით სალაყაიამ  – 22 ქულა
და 18 მოხსნა, ხოლო ლევან ბეროშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 13 მოხსნაა.  ავერსი 2-ს მხრიდან გამოირჩა გიორგი რეხვიაშვილი,
რომელმაც თავის გუნდს 6 ქულა შესძინა.  
16-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატი (საკალათბურთო აკადემია)
კაკტუსი – კარდინალი2   65:70
AXE -რუსთავი1    54:87
ნიკეა – ფოთი 82:46
ავერსი1 – რუსთავი2  70:50
(მატჩების მიმოხილვა)

კარდინალი 1- ზაზა

სოხუმი – ავერსი 2