კემპის მორიგი გაჩერება: ბათუმი

თბილისისა და გორის შემდეგ კალათბურთის ფედერაციისა და ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულმა კემპმა ბათუმში გადაინაცვლა. 4 აგვისტოს ზღვისპირა ქალაქში ორი ვარჯიში გაიმართა, რომელსაც ცნობილი ვეტერენი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანია და WNBA-ს მოთამაშე ბარბარა ტერნერი უძღვებოდნენ.
ვარჯიშებს ბათუმის სპორტსკოლამ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა 34 მოზარდმა მიიღო, რომელთაგან 9 გოგონა იყო. ახალგაზრდა კალათბურთელებმა გამოცდილი მოთამაშეებისგან საჭირო გაკვეთილები მიიღეს და ბოლოს საჩუქრად ბურთები და მაისურებიც დაურიგდათ.
კემპის ორგანიზატორები ქუთაისში გადაინაცვლებენ და 5 აგვისტოს იმერელ ბავშვებს ჩაუტარებენ ვარჯიშებს.