კემპმა გორში გადაინაცვლა

ამერიკის საელჩოსა და საქართველოს  კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულმა კემპმა თბილისიდან გორში გადაინაცვლა. ვლადიმერ სტეფანიასა და ბარბარა ტერნერს კიდევ ერთი ყოფილი  კალათბურთელი – ამჟამად ამერიკის ელჩის ერთ–ერთი მრჩეველი ერიკ ჰოლმბრენიც შეუერთდა  და შიდაქართლელ მოზარდებს საინტერესო საკალათბურთო ვარჯიშები ჩაუტადრათ.
საინტერესოა, რომ ღონისძიება გორის სპორტსკოლაში ჩატარდა – შენობაში, რომელიც რუსული აგრესიის დროს დაიბომბა და საკმაოდ დაზიანებულია. მოედანი არ იყო სასურველ მდგომარეობაში, თუმცა ამერიკელებისა და ქართველების მიერ იქ ვარჯიშების ჩატარებას უფრო სიმბოლური მუხტი ახლდა.
გორში 2 ვარჯიში ჩატარდა – დილას და ნაშუადღევს. პირველ ვარჯიშზე თავი მოიყარა 36–მა ბავშვმა, რომელთა ასაკი 10–დან 16 წლამდე იყო. მოზარდები სამ ნაწილად გაიყო და თითოეულს ზემოთნახსენები ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები ავარჯიშებდნენ სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებში.
როგორც დაგეგმილი იყო, ბოლოს უნდა შერჩეულიყო საუკეთესო მოთამაშეები და ეგრედ წოდებული ოლ სტარი გამართულიყო, მაგრამ გადაწყდა, რომ საჩვენებელ მატჩში ყველა მიიღებდა მონაწილეობას. 36 მოთამაშე შუაზე, ორ გუნდად გაიყო და ყველას მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.
მეორე ვარჯიშზე 27 დევნილი ბავშვი მოვიდა, რომლებიც კალათბურთელები არ იყვნენ, მაგრამ ვარჯიშებში მონაწილეობა სიამოვნებით მიიღეს. ბოლოს კემპის მონაწილეებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადაეცათ.
დღეს მწვრთნელებმა და კემპის ორგანიზატორებმა ბათუმში გადაინაცვლეს და ხვალ ზღვისპირულ ქალაქშიც 2 ვარჯიშს ჩაატარებენ.
 

გორის სპორტსკოლა 
 

 
 

 
 

კემპში მონაწილეობა გოგონებმაც მიიღეს
 

ბოლოს ვლადიმერ სტეფანიამ გორელ ბავშვებს ავტოგრაფები ჩამოურიგა