კენ შილდსი: B დივიზიონის გუნდის გასაწვრთნელად არ ჩამოვსულვარ

საქართველოს ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა და ორ დღეში ჩაემბევა საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ბულგარეთში დაიწყება. ამ ტურნირით ჩვენი გუნდი უცხოური შერკების პირველ ეტაპს დაიწყებს. ჟურნალისტებისთვის გამართული ღია ვარჯიშის მერე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კენ შილდსმა პრეს-კონფერენცია მოაწყო.
 “ამ ეტაპზე ნაკრები სრული შემადგენლობით არ შეკრებილა, თუმცა საფრანგეთში, ბულგარეთის ტურნირის დასრულების შემდეგ, გუნდს შეუერთდება რამდენიმე ლეგიონერი და ციკლიც უფრო სრულყოფილად წარიმართება.
საქართველოს ნაკრები ქვედა დივიზიონს არ ეკუთვნის. თავისი შემადგენლობითა და შესაძლებლობებით, ეს გუნდი უმაღლესი დივიზიონის წევრად მიმაჩნია და იმედი მაქვს, წელს ამ ბარიერს აუცილებლად გავივლით.
ზაზა ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არ არის, უბრალოდ, მან დღეს დასვენება მთხოვა და ამის გამო, ბოლომდე არ დავტვირთე.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა გიორგი ცინცაძეს, რომელიც ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე კარგ ფორმაში იმყოფება, თუმცა ბულგარეთის ტურნირის მერე, უკვე დანარჩენებიც ნელ-ნელა მოუმატებენ.
ჩემი მიზანი 15 სექტემბერს მატჩის გამართვაა. როგორც იცით, ამ დროს გადასასვლელი საფლეიოფო მატჩებია დაგეგმილი, თუმცა ჯერ ფინეთი და ისლანდია უნდა დავამარცხოთ”.