საქართველოს ნაკრები ისლანდიაშია, სადაც ხვალ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში მასპინძელს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო გაიუმჯობესებს ერთი დივიზიონით მაღლა ანაცვლების შანსებს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი კენ შილდსი მიიჩნევს, რომ ნაკრებს ისლანდიაში წარმატებას გაუმჯობესებული დაცვა მოუტანს.
– ავსტრიასთან თამაშისას დაცვა რიგ ეპიზოდებში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. საკუთარ მოედანზე, საკუთარი ფანების წინ უფრო ყურადღებით, უფრო აგრესიულად და ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ. სწრაფად უნდა გადავიდეთ კონტრშეტევაში. ასე რომ, ისლანდიასთან გაცილებით მეტი ყურადღება გვმართებს დაცვაში და იმედი მაქვს, მატჩამდე დარჩენილი დრო საკმარისი იქნება საამისოდ.- ისლანდიაში ვლადიმერ ბოისაც გეყოლებათ.- კი, ბოისა დიდი ძალაა და ვეცდებით, იგი მაქსიმალურად კარგად, ბოლომდე გამოვიყენოთ. ბოისას გარეშე და მასთან ერთად, საქართველო ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდია.- სულ უფრო ცოტა დრო რჩება ფინეთამდე.- ფინეთამდე ცოტა დრო ისლანდიამდე რჩება, მერე კი ფინეთსითვისაც მოვიცლით.- სხვა ჯგუფებში მიმდინარე მოვლენებზე რას იტყვით?- სხვა ჯგუფებში მიმდინარე მატჩებს ვეცნობი, მაგრამ მათზე, კონკრეტულად კი ჩვენს სავარაუდო მეტოქეებზე გადართვის დრო არ მაქვს. ამ ეტაპზე მთლიანად საქართველოს ნაკრების მიმდინარე მატჩებსა და ჩვენს უახლოეს მოწინააღმდეგეებზე ვარ გადართული.- ავსტრიასთან არაჩვეულებრივად ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა.- კი, მანუ კარგი იყო. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სამიანი ჩააგდო. ვეცდებით, იგი მაქსიმალურად დამდეგ ორ მატჩშიც დავტვირთოთ.- რას იტყვით ვიქტო სანიკიძის გამოსვლაზე?- მონდომებული ბიჭია და მომწონს, თუ როგორ მუშაობს ვარჯიშებზე, მაგრამ მეტი შეუძლია და ცხადია, მისგამ მეტს ვითხოვთ. – ვახტანგ ნაცვლიშვილი?- კაპიტანი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გამოცდილი ფიგურაა.