კენ შილდსი: განწყობა საბრძოლოა

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი კენ შილდსი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
“განწყობა საბრძოლოა. მოთამაშები თავს მშვენივრად გრძნობენ და იმედი მაქვს, რომ მოსამზადებელი ციკლის დროს გაწეული შრომა დღეს თავის შედეგს მოიტანს. საქართველო ლუქსემბურგთან ფავორიტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გასვლით შეხვედრაში იოლად მივაღწევთ სასურველ შედეგს”, – განაცხადა შილდსმა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 21:30-ზე დაიწყება.