კენ შილდსის დიდი აღიარება

საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კენ შილდსი ჯეიმს ნეისმითის სახელობის პრიზით დაჯილდოვდება. აღნიშნული ჯილდო შილდსს კანადის კალათბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლისისთვის გადაეცემა.
ეს პრესტიჟული ჯილდო კენ შილდსამდე კანადელთაგან მხოლოდ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს გამთამაშებელს, “ფინიქს სანზის” ლიდერს, სტივ ნეშსა და “ტორონტოს” დამფუძნებელს, ჯონ ბიტოვეს მიუღიათ. შეგახსენებთ, რომ კენ შილდსი კანადის ნაკრებს 1988-99 წლებში წვრთნიდა.