კენ შილდსის ოფიციალური აღიარება

როგორც იცით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კანადელი კენ შილდსი ამ ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის ჯეიმს ნეისმითის პრესტიჟული ჯილდოთი დააჯილდოვეს, ორი დღის წინ კი ვანკუვერში ეს ცერემონიალი ოფიციალურად გაიმართა.იმის გამო, რომ მისტერ შილდსი საქართველოს ნაკრებთან ერთადაა, ჯილდო მისმა მეუღლემ, კეიტი შილდსმა მიიღო.“კენს ძალიან სურდა ვანკუვერში ყოფნა, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან ერთადაა და ამის გამო მეუღლის აღიარებისთვის უდიდეს მადლობას გიხდით”, – განაცხადა დაჯილდოვებისას კეიტი შილდსმა.