ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას!

ამ დევიზით საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დაიწყო კამპანია, რომელიც “ატლანტა ჰოქსის” ქართველ ცენტრს, ზაზა ფაჩულიას ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვაში ხმათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვებაში დაეხმარება.
საქართველოს ნაკრების წევრებმა შიო ხეცურიანმა, ლაშა გამყრელიძემ, კოტე ტუღუშმა, გიორგი მარკოიშვილმა და ანატოლი ბოისამ მოინახულეს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და 161-ე საშუალო სკოლა, სადაც სტედენტებსა და მოსწავლეებს ამ აქციისთვის დამზადებული სპეციალური ბუკლეტები დაურიგეს.
აქცია გრძელდება. ნუ დაიზარებთ და მიეცით ხმა ზაზა ფაჩულიას!!!