ხორვატიამ გაფართოვებული შემადგენლობა და მოსამზადებელი გეგმა გამოაქვეყნა

ხორვატიამ გაფართოვებული შემადგენლობა და მოსამზადებელი გეგმა გამოაქვეყნა

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა, იასმინ რეპეშამ გაფართოვებული, 24-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ რეპეშა ხორვატებს ევროპის ჩემპიონატზე გაჰყვება. ხორვატ სპეციალისტს ესპანურმა „უნიკახამ“ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა და შესაბამისად, რეპეშას თავისუფალი დრო დარჩა, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებს მოახმარს.
 
ისმინ რეპეშას რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
 როკო ლენი უკიჩი (“პანათინაიკოსი”, საბერძნეთი), დონტეი დომინიკ დრეიპერი (“რეალი”, ესპანეთი), როკ სტიპჩევიჩი (“სკავოლინი”, იტალია), ანტე დელასი (“ზადარი”), ტონი პროსტრანი (“ზადარი”), მარკო ტომასი (“ცედევიტა”), კრუნოსლავ სიმონი (“უნიკახა”, ესპანეთი), ბოიან ბოგდანოვიჩი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), მარიო ჰეზონია (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფრან პილეპიჩი (“ბილბაო”, ესპანეთი), ივან რამლიაკი (“შიროკი”, ბოსნია-ჰერცეგოვინა), ლუკა ბაბიჩი (“ცედევიტა”), ჰრვოიე პერიჩი (“კრემონა”, იტალია), დამიან რუდეზი (“სარაგოსა”, ესპანეთი), დარიო სარიჩი (“ციბონა”), მარიო დელასი (“ჟალგირისი”, ლიტვა), დამირ მარკოტა (“ბეშიქთაში”, თურქეთი), ლეონ რადოსევიჩი (“მილანი”, იტალია), მირო ბილანი (“ცედევიტა”), დარკო პლანინიჩი (“მაკაბი”, თ-ა, ისრაელი), ანტე ტომიჩი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ლუკა ზორიჩი (“უნიკახა”, ესპანეთი), ლუკსა ანდრიჩი (“ცედევიტა”), სტანკო ბარაჩი (“ეფესი”, თურქეთი).
 

იასმინ რეპეშა
 
აღნიშნულ შემადგენლობაში არ არიან ძლიერი და ძალზედ გამოცდილი მოთამაშეები – მარკო პოპოვიჩი და ზორან პლანინიჩი. ამ კალათბურთელებს ტრავმები აწუხებს და ისინი ნაკრებს სლოვენიაში ვერ დაეხმარებიან. რეპესამ ნაკრებში უხმო ამერიკელ დონტეი დრიპერს, რომელიც ხორვატთა ნაკრებში ნატურალიზებულ წევრად ითვლება და ამ ქვეყნის ღისებას გასულ ევრობასკეტზეც იცავდა.
 
გაგაცნობთ ხორვატიის ნაკრების მოსამზადებელ გეგმას:
 
20-29 ივლისი: შეკრება სენ მარტენში
29 ივლისი-1 აგვისტო: დასვენება
1-8აგვისტო: შეკრება სლავონსკი ბროდში
6 აგვისტო: ხორვატია – მაკედონია
7 აგვისტო: ხორვატია – მაკედონია
9-11 აგვისტო: ტურნირი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში (საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, საბერძნეთი)
9 აგვისტო: ხორვატია – საბერძნეთი
10 აგვისტო: ხორვატია – საფრანგეთი
11 აგვისტო: ხორვატია – გერმანია
12-21 აგვისტო: შეკრება დუბროვნიკში
15 აგვისტო: ხორვატია – ჩერნოგორია
16 აგვისტო: ხორვატია – ჩერნოგორია
18 აგვისტო: ხორვატია – ლატვია
19 აგვისტო: ხორვატია – ლატვია
19-21 აგვისტო: დასვენება
23-25 აგვისტო: ტურნირი თურქეთის ქალაქ სტამბულში (თურქეთი, ხორვატია, ბელგია, სერბეთი)
26 აგვისტო-2 სექტემბერი: შეკრება ცრიკვენიცში
2 სექტემბერი: გამგზავრება სლოვენიაში