კირილე თვაური 16 წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალს განსჯის!

კირილე თვაური 16 წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალს განსჯის!
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა ფინალი ქართველის გარეშე არ ჩაივლის. B დივიზიონის საჩემპიონო მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ხორვატია და ბულგარეთი შეხვდებიან, ქართველი არბიტრი მოემსახურება. კირილე თვაურს ფიბა-მ დიდი პასუხისმგებლობა ანდო და ფინალური მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადაში გაამწესა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარინა შალამბერიძე მოემსახურა 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონის ფინალს, ხოლო მიხეილ ვართანოვი სისტემატურად მსაჯობს ასაკობრივი ჩემპიონატების პლეი ოფის მნიშვნელოვან მატჩებს