კლიპერსთან მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 4 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა

კლიპერსთან მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 4 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ლოს ანჯელესში მოიგო. ოკლენდელთა მეტოქე ტრავმებით დათრგუნული “კლიპერსი” გახლდათ, რომელიც “მეომრებმა” 121:105 დაამარცხეს.

“გოლდენ სტეიტს” ერთ-ერთი ლიდერი კევინ დიურანტი აკლდა, თუმცა სტეფ კარიმ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, 45 ქულა მიითვალა და ოკლენდელებს იოლი გამარჯვება მოაპოვებინა. “კლიპერსმა” ბოლო პერიოდი 11 ქულით მოიგო, თუმცა მაინც 19 ქულით დამარცხდა. მატჩის პირველ პერიოდში ჯავალი მაკგის იდაყვს შეეჯახა და სავარაუდოდ ტვინის შერყევა მიიღო ბლეიკ გრიფინმა, რომელიც “კლიპერსის” ტრავმირებულთა ლაზარეთს შეუერთდა. 

ქართელმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. კარის 45 ულის შემდეგ 11-11 ქულა ჰქონდათ ნიკ იანგს და ჯავალ მაკგის. 

32 მოგებითა და 8 მარცხით “გოლდენ სტეიტს” ლიგაში საუკეთესო შედეგი უპყრია. მომდევნო მატჩი ოკლენდელებს შინაურ არენაზე, 9 იანვარს, “დენვერ ნაგეტსთან” ელის.