კომენტარები ვენესუელასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ

კომენტარები ვენესუელასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ

საქართველოსა და ვენესუელას მატჩი ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებით – 70:59 დასრულდა. ილიას ზუროსის, ანატოლი ბოისას და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობისასვე მეორე ეტაპზე გასვლა და ახლა – 1 და 3 სექტემბერს შესაბამისად გერმანიასთან და ავსტრალიასთან მოუწევს პლეი ოფში გასასვლელად თამაში.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარები გააკეთეს როგორც კალათბურთელებმა, ისე ოკინავაში მყოფმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, კალათბურთის ფედერაციის რეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.