კომპანია “ჰიუნდაი” საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური პარტნიორი გახდა

დღეს კომპანია „ჰიუნდაი–საქართველო“ ოფიციალურად გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური პარტნიორი. კალათბურთის ფედერაცია და საქართველოში კორეული ფირმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელები ამას წინათ შეთანხმდნენ პარტნიორობაზე, თუმცა დღეს ხელშეკრულებას ოფიციალურად მოეწერა ხელი.
„ჰიუნდაის“ ნაკრების პარტნიორად პრეზენტაცია და ხელშეკრულების გაფორმება მოხდა დიღომში მდებარე „ჰიუნდაის“ ავტოსალონში, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით მივიდა. სიტყვით ხანმოკლე გამოსვლის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა ლაშა ძიძავამ და „ჰიუნდაი–საქართველოს“ დირექტორმა, ყოფილმა კალათბურთელმა დავით გიორგობიანმა ხელისაზეიმოდ მოაწერეს შეთანხმებას. ბატონმა დავითმა კომპანიის სახელით დააწესა თასი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში თავგამოჩენილ ჩვენი ნაკრების წევრს გადაეცემა.
„ჩვენ ქართული კალათბურთის დიდი ქომაგები ვართ და ყოველთვის გსურდა, გვერდში დავდგომოდით ნაკრებს განაცხადა კომპანია „ჰიუნდაის“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა – ახლა „ჰიუნდაი“ უკვე გენერალური პარტნიორი გახდა ჩვენი ეროვნული გუნდის და მოხარულები ვართ ამის გამო. იმედი მაქვს, ჩვენი ნაკრები წარმატებას მიაღწევს უახლოეს მატჩებში და A დივიზიონშიც გადავალთ. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენი კომპანია გარკვეულ პრემიებს დაურიგებს ნაკრების წევრებს“.
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კომპანია „ჰიუნდაის“. იმედი მაქვს. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება.
 

 

 

 

კალათბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ლაშა ძიძავა და “ჰიუნდაის” დირექტორი დავით გიორგობიანი
 

 

ზაზა ფაჩულიამ და დავიტ გიორგობიანი ერთმანეთს საჯარიმო სროლებში შეეჯიბრნენ