კოტე ტუღუში სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

კოტე ტუღუში სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

სუპერლიგის 2010–11 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე ცნობილია. გამოკითხულთა რჩეული გახდა თავდაცვის სამინისტროს გუნდ „არმიის“ უკანახაზელი კოტე ტუღუში,

რომელმაც ყველა კონკურენტს დიდი უპირატესობით აჯობა.გამოიკითხნენ სუპერლიგის გუნდების მწვრთნელები, კომისრები და კალათბურთის ჩემპიონატის გამშუქებელი, მატჩებზე სისტემატიურად დამსწრე ჟურნალისტები. რესპოდენტს უნდა დაესახელებინა სუპერლიგის სამი საუკეთესო მოთამაშე ადგილების მიხედვით, რომლებსაც შესაბამისი ქულები ეწერებოდათ – პირველ ადგილზე დასახელებულს 4 ქულა, მეორეს – 2 და მესამეადგილოსანს – 1 ქულა. აქვე გთავაზობთ გამოკითხვის სრულ შედეგებს: