კოტე ტუღუშის მეორე სამმაგი

კოტე ტუღუშის მეორე სამმაგი

წინა სეზონმა ისე ჩაიარა, არც ერთი ორმაგი დუბლი არ დაფიქსირებულა,
მიმდინარე ჩემპიონატში კი უკვე მეორე ტრიპლ დაბლი ვიხილეთ. „არმიის“ უკანახაზელმა
კოტე ტუღუშმა „დინამოსთან“ მატჩში 19 ქულა, 11 მოხსნა და 12 პასი მიითვალა.

შეხვედრა დაძაბული საერთოდ არ ყოფილა. ლევან მოსეშვილის გუნდმა მატჩის
დებიუტშივე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა (16:0) და დარჩენილ დროში სხვაობას
გამუდმებით ზრდიდა. საბოლოოდ არმიელებმა 43 ქულით იმარჯვეს და პირველ ტურში
განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ მეექვსეჯერ მოიგეს.

 

კოტე ტუღუშმა  მოედანზე 32
წუთი გაატარა და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა მისთვის სამმაგი დუბლის შესასრულებლად.
ეროვნული ნაკრების წევრმა 19 ქულა, სწხვათა შორის, მას ეკუთვნის მიმდინარე სეზონის
პირველი სამმაგი დუბლიც. მან მე–3 ტურში, აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ
შეასრულა: 24 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი.

 

ტუღუშთან ერთად „არმიას“ დავით უგრეხელიძემ ულიდერა, რომელმაც 32 წუთში
21 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.17–17 ქულა ჰქონდათ ვახტანგ მინაშვილსა და ანატოლი
ბოისას.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=311