კუპატაძე და რატიშვილი ოქტომბერში ქალთა ევროლიგას და ევროპის თასს მოემსახურებიან

კუპატაძე და რატიშვილი ოქტომბერში ქალთა ევროლიგას და ევროპის თასს მოემსახურებიან

ფიბა-ს საკლუბო ტურნირები გახურდა და ქართველი კომისარი და მსაჯიც აქტიურად ჩაერთვნენ საერთაშორისო მატჩებში. ფიბა-ს მიერ შედგენილ მატჩების მომსახურე ოფიციალურ პირთა დანიშვნებში არბიტრი მაკა კუპატაძე და კომისარი მერაბ რატიშვილი შემდეგ შეხვედრებში ფიგურირებენ:

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

ქალთა ევროლიგა

 17 ოქტომბერი. მერსინი (თურქეთი): ჩუქუროვა (მერსინი, თურქეთი)  – ნადეჟდა (ორენბურგი, რუსეთი)

23 ოქტომბერი. შარლერუა (ბელგია): კასტორს ბრენი (ბელგია) – ტტტ რიგა (ლატვია)

30 ოქტომბერი. სტამბოლი (თურქეთი): ფენერბაჰჩე (სტამბოლი) – არკა გდინია (პოლონეთი)

ქალთა ევროპის თასი

24 ოქტომბერი. ნამიური (ბელგია): ბასკეტ ნამიური (ბელგია) – ცეგლედი (უნგრეთი)

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ქალთა ევროლიგა

16 ოქტომბერი. კურსკი (რუსეთი): დინამო კურსკი (რუსეთი) – ასველ ვილერბანი (საფრანგეთი)