კვიპროსულ შეკრებაზე შენგელიას გუნდმა მორიგი მეტოქე გაანადგურა

კვიპროსულ შეკრებაზე შენგელიას გუნდმა მორიგი მეტოქე გაანადგურა

წინასასეზონო მზადებას განაგრძობს მოსკოვის ცსკა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია იცავს. კვიპროსში მყოფმა არმიელებმა დიდი ანგარიშით გაანადგურეს ბერძნული ლავრიო – 107:68. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 17:35 წუთი ითამაშა (სასტარტო ხუთეულში არ იყო) და გუნდს 6 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 5 მოხსნა, 2-2 პასი და დაფარება და 1 ჩაჭრა. 

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს ძირითად გუნდში ითამაშა რუსეთის მოქალაქე ქართული გვარის მქონე ანტონ კარდანახიშვილმაც. მან 6:32 წუთში 3 ქულა, 2-2 მოხსნა და პასი მიითვალა.