ლიდერები გამოიკვეთნენ

ლიდერები გამოიკვეთნენ

გასულ პარასკევსა და დღეს 14–წლამდელთა ჩემპიონატის 5 მატჩი გაიმართა, რომელთა შემდეგ ტურნირის ფავორიტები და აუტსაიდერები საბოლოოდ დალაგდნენ. მაშ ასე…
ბათუმში ადგილობრივმა ,,ბათუმმა“ თელავის ,,ბურჯი“ მიიღო და მეტოქე 142:35 გაანადგურა. ,,ზღვისპირელებს“ 42 ქულით დავით აფხაზავამ ულიდერა, რომელმაც 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთი პასიღა დააკლდა.  ორმაგი დუბლი შეასრულეს ლევან ბაბილოძემ და ალეკო ფევაძემ. ბაბილოძემ 33 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, ხოლო ფევაძის ანგარიშზე 24 ქულა და 12 მოხსნაა.  ,,თელავის“ შემადგენლობაში გამოირჩა ბექა დანელიშვილი, რომელიც 19 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ,,ქუთაისმა“ შინ ,,ბასტიონი“ მიიღო და მეტოქე იოლად 88:55 დაამარცხა. მასპინძლებს 20 ქულით იოანე გუბაევმა ულიდერა, ხოლო 14 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი თორნიკე შარვაშიძემ მიითვალა. ,,ბასტიონის“ გუნდში თავი ნიკა ჭიჭვეიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა. უინტერესო გამოდგა ,,რუსთავისა“ და ,,კომაროვის“ დაპირისპირებაც, სადაც ,,ქვემოქართლელებმა“ დიდი ანგარიშით 95:55 იმარჯვეს. რუსთაველებმა მეტოქეს  ყველა კომპონენტში აჯობეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ,,რუსთავის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით საუკეთესო გუგა პატაშური იყო, რომელმაც 28 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. ,,კომაროვის“ რიგებში კი ორმაგი დუბლი ჯაბა ბარათელის ანგარიშზეა – 19 ქულა და 16 მოხსნა.
დღეს კი პირველი მატჩი ,,დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც დებიუტანტი ,,ბასტიონი“ იოლად, 74:36 დაამარცხა. დინამოელებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და შანსიც კი არ დაუტოვეს. მოგებულებს 11 ქულით ლუკა მაჭავარიანმა ულიდერა, ხოლო ,,ბასტიონის“ შემადგენლობაში თავი ნიკა ჭიჭვეიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 11 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. უინტერესო გამოდგა ,,კომაროვისა“ და კნაუფ-აკადემიის დაპირისპირება, სადაც აკადემიელებმა დიდი ანგარიშით, 97:41 იმარჯვეს. შეხვედრის საწყისი წუთები აკადემიის უპირატესობით დაიწყო, რომელსაც სადავეები ხელიდან მატცის ბოლომდე არ გაუშვია. კნაუფ-აკადემიის რიგებში საუკეთესო ნიკა ლეონიძე იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა, ხოლო 19 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ლუკა ბულაშვილმა მიითვალა. კომაროველთა მხრიდამ  ორმაგი დუბლი შეასრულა ჯაბა ბარათელმა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა და 12 მოხსნაა.
სრული სტატისტიკა იხილეთ ამ ბმულზე: http://www.superleague.ge/u-14/