ლიდერების მატჩში ჰიუნდაიმ აკადემიას 1 ქულით სძლია

ლიდერების მატჩში ჰიუნდაიმ აკადემიას 1 ქულით სძლია

გასული დღეები 13-წლამდელთა მატჩებით დატვირთული იყო. თამაშები ზირითადად რეგიონებსი ჩატარდა. რამდენიმე დღეც და რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება, რის შემდეგაც საუკეთესო 8 გუნდი ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას.

გამართული მატჩებიდან ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა ცხრილის ლიდერების – „აკადემიასა“ და „ჰიუნდაის“ დაპირისპირება. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა მოახერხეს და მინიმალური სხვაობით გამარჯვება. ამ მოგებით „ჰიუნდაი“ დაკარგული ქულებით (ორივეს 3-3 წაგება აქვთ) „აკადემიას“ დაეწია. თუკი ეს გუნდები რეგულარულ ჩემპიონატს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, უპირატესობა „აკადემიას“ ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მიენიჭება.

ერთმა გუნდმა დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი. “გორმა” 22-ივე მატჩი ითამაშა – 18 მოიგო და 4 წააგო. გორელებს ცხრილში არც დაქვეითება ემუქრებათ და ვერც წინ წავლენ. შიდაქართლურმა გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა.

 

 

  18 ივნისი, ქუთაისი

ქუთაისი – გორი  94:116  (21-28, 29-29, 26-28, 18-31)

ქუთაისი: დ. გვეტენაძე – 45 ქულა, გ. კენჭაძე – 17 ქულა, გ. ჭეიშვილი – 10 ქულა

გორი: გ. ხუბულაშვილი – 66 ქულა, მ.ჩადუნელი – 25 ქულა

 

18 ივნისი,  რუსთავი

რუსთავი – კარდინალები 2                 109:42 (27:12, 25:10, 24:8, 33:15)

რუსთავი: დ. ფუტკარაძე (23), ტ. არაბული (23)

კარდინალები 2: გ. გორგსაძე (14), ნ. ნიკოლაიშვილი (11)

 

19 ივნისი

გორი – თსსუ   84:59 (19-21, 23-18, 20-8, 22-12)

გორი: გ. ხუბულაშვილი – 24 ქულა, გ. ხორბალაძე – 24 ქულა, მ. ჩადუნელი – 17 ქულა

თსსუ: დ. კეკელიძე – 23 ქულა, ს. მდივანი – 16 ქულა

 

ქუთაისი – აკადემია  100:124  (24:41, 26-26, 26-38, 24-19)

ქუთაისი: გ. კენჭაძე – 37 ქულა, გ. ჭეიშვილი – 19 ქულა, ზ. ბოჭორიშვილი – 15 ქულა, დ. გვენეტაძე – 12 ქულა, ლ. მამაგეიშვილი – 11 ქულა

აკადემია: გ. კვაჭანტირაძე – 27 ქულა, ო. პერტაია – 23 ქულა, ს. გეგუჩაძე – 21 ქულა, ლ. მაზიაშვილი – 15 ქულა, მ. ზურაბაშვილი – 14 ქულა

 

20 ივნისი

აკადემია – ჰიუნდაი  86:87 (15-26, 23-18, 22-23, 26-20)

აკადემია: გ. კვაჭანტირაძე – 25 ქულა, ო. პერტაია – 17 ქულა, კ. ჟღენტი – 14 ქულა, ლ. მაზიაშვილი – 14 ქულა, ს. გეგიჩაძე – 10 ქულა

ჰიუნდაი:  ნ. აბაშიძე – 31 ქულა, ლ. წენგუაშვილი – 27 ქულა, გ. გოგიტაშვილი – 19 ქულა

 

 

 

კარდინალები 2- დინამო  27:88 (1-26, 3-15, 9-24, 14-23)

კარდინალები 2: გ. გორგაძე – 7 ქულა

დინამო: დ. ოდიშელიძე – 16 ქულა, გ. სადღობელაშვილი – 14 ქულა, ც. ცარციძე – 12 ქულა,  ბ. თორთლაძე – 11 ქულა

 

მართვე – კარდინალები  47:34 (8-8, 11-8, 14-5, 14-13)

მართვე: ნ. ნადარეიშვილი – 28 ქულა

კარდინალები: ლ. ტალახაძე – 10 ქულა