ლიდერებმა გამარჯვებები იოლად მოიპოვეს

ლიდერებმა გამარჯვებები იოლად მოიპოვეს

14-წლამდელთა მორიგი ტურის მატჩი  გაიმართა თელავში , სადაც ადგილობრივმა თელავის ,,ბურჯმა“ საკუთარ მოედანზე ,,ავერსი“ მიიღო, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 34:71 მარცხი განიცადა.
მატჩი თავიდანვე ავერსელთა სასარგებლოდ წარიმართა, რომლებმაც საწყისს წუთებში მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და მატჩსი იოლად იმარჯვეს. ,,თელავის“ შემადგენლობაში თავი ბექა დანელიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 13 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,ავერსს“ 23 ქულით ნიკა ბარაჩაშვილმა ულიდერა.
 აკადემიის დარბაზში შედგა მარნეულის ,,ინტერისა“ და ქუთაისის დაპირისპირება, სადაც ქუთაისელებმა მეტოქე 115:19 გაანადგურეს. ,,იმერლებს“ 27 ქულა ნიკა ბერეკაშვილმა შესძინა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გაიფორმა. მურად მერკვილაძემ 17 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო სოსო გაგოშიძის ანგარიშზე 10 ქულა და 12 მოხსნაა. ,,მარნეულის“ რიგებში კი 6 ქულა გიორგი ბარბაქაძემ დააგროვა.
  ,,ბასტიონისა“ და ,,კნაუფ-აკადემიის“ დაპირისპირება აკდემიელთა სოლიდური გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქეს შანსი არ დუტოვეს და 105:31 დაამარცხეს. ალასანიას ,,ბასტიონს“ 10 ქულა ლუკა შერმადინმა შესძინა, რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა, ხოლო ,,კნაუფ-აკადემიის“ შემადგენლობაში 21 ქულით საუკეთესო ლუკა ბულაშვილი იყო. ორმაგი დუბლი შეასრულეს საბა აკობიამ (13ქ.12მ) და ბონდო ცაავამ (14ქ.11მ).
,,დინამოსა“ და ,,კომაროვს“ შორის გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით,  ანგარიშით, 65:51 დასრულდა. ,,დინამოს“ მხრიდან 16 ქულით ნიკა ჭანტურია გამოირჩა, ხოლო 12 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ღვიანიძემ შეასრულა. კომაროველთა  რიგებში  კი 22 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი ჯაბა ბარათელის ანგარიშზეა.
სრული სტატისტიკა ნახეთ ამ ბმულზე: http://www.superleague.ge/u-14/?uin=722&lang=ge