LIVE: საქართველო – საფრანგეთი 20:15 საათი. ევროპის ჩემპიონატი. A დივიზიონი

LIVE: საქართველო – საფრანგეთი 20:15 საათი. ევროპის ჩემპიონატი. A დივიზიონი

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მორიგ მატჩს საფრანგეთთან გამართავს. ფრანგებმა გუშინ იტალია 78:50 გაანადგურეს და 4-გუნდიან ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველომ ესტონეთთან ბრძოლაში – 66:76 წააგო. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გათამაშების ფორმატი B დივიზიონისაგან განსვავებულია. 16 გუნდი 4 ჯგუფშია განაწილებული და ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ პლეი ოფში ყველა მათგანი გადადის. ჯგუფის თამაშები იმისთვისაა საჭირო, რომ გუნდებმა ადგილები გაინაწილონ და პლეი ოფში ამის მიხედვით – ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ. A ჯგუფის გუნდები B ჯგუფთან დაწყვილდება, ხოლო C – D-სთან.

A ჯგუფი – ლიტვა, ისრაელი, სლოვენია, მონტენეგრო
B ჯგუფი – ესპანეთი, ლატვია, ჰოლანდია, სერბეთი
C ჯგუფი – თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი, ხორვატია
D ჯგუფი – საფრანგეთი, ესტონეთი, საქართველო, იტალია