ლოდინი დასრულდა: თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა!

ლოდინი დასრულდა: თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა!

სამთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა! საქართველოს ნაკრების 20 წლის ფორვარდმა ბელიის ჩემპიონატის მორიგ, 25–ე ტურში ითამაშა. მართალია, შენგელია მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა, თუმცა თუკი მის ტრავმას და რეაბილიტაციის სამთვიან პერიოდს გავითვალისწინებთ, სხვაგვარად ვერ იქნებოდა.
შენგელიას „შარლერუა“ სტუმრად „სტელა არტუას“ ხვდებოდა და საბოლოოდ 81:65 გაანადგურა. ქართველმა ლეიონერმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4 წუთი ითამაშა და 2–2 მოხსნა–პასი დააგროვა, 2 ორქულიანი კი ააცილა.
შეახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ფეხი დეკემბერში, სავარაუდოდ ბელგიის ჩემპიონატში დაიზიანა, რის შემდეგაც ევროლიგის მატჩში, „პარტიზანის“ წინააღმდეგ გაბზარული ძვლით ითამაშა. რენტგენის გადაღების შემდეგ ქართველ ფორვარდს 3–თვიანი დასვენება გამოუწერეს და ექიმების ვარაუდიც ზუსტი იყო. შენგელია სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ნელ–ნელა მოედანსაც უშინაურდება.