ლოგიკური შედეგები

ლოგიკური შედეგები

 ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა
16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩებს უმასპინძლა. დღის პირველ მატჩში შედგა
კარდინალი 2 -სა და ავერსი1-ს დაპირისპირება, სადაც ავერსელებმა დიდი სხვაობით,
66:31 იმარჯვა.

,,კარდინალის“ გუნდს 12 ქულა ლაშა ვეკუამ შესძინა, ხოლო მოგებულთა შემადგენლობაში
ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა. ვატო ქვარაიამ 10 ქულა და 11 მოხსნა
დააგროვა, ხოლო ნოდარ სანაიამ 20 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

შსს აკადემიამ დებიუტანტი
,,კაკტუსი“ 98:49 გაანადგურა და სატურნირო ცხილის ,,ა“ ჯგუფში მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.
გამარჯვებულებს ორმაგი დუბლით, 29 ქულითა და 16 მოხსნით ვილი ისიანმა ულიდერა, ხოლო
,,კაკტუსის“ შემადგენლობაში 31 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი ხვიჩა ხოსიტაშვილმა
შეასრულა.,,ნიკეამ“ უმასპინძლა რუსთავი 1-ს, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და დიდი სხვაობით დამარცხდა
– 98:57. ,, ქვემოქართლელებს“ დავით ბარამიძემ ულიდერა, რომელმაც
22 ქულითა და 23 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,ნიკეას“ რიგებში ორმაგი დუბლი
ავტორი ერთბაშად ორმი მოთამაშე გახდა: ალექსანდრე კატუკიამ 16 ქულა და 12 მოხსნა, ხოლო
მამუკა ნიკოლეიშვილმა 14 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

 შეგახსენებთ,
რომ საკალათბურთო ,,აკადემიის“ დარბაზში დღეს 16-წლამდელთა კიდევ სამი მატჩი გაიმართება.
ერთმანეთს აკადემია – თსსუ, AXE – ,,ლომები“ და კარდინალი 1- ავერსი 2 დაუპირისპირდებიან.