ლუკა ალავიძე JR.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

ლუკა ალავიძე JR.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

ევროპის ნაკრები, რომლის ღირსებასაც 13წლის ლუკა ალავიძე იცავს, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ამერიკის ქალაქ ორლანდოში მიმდინარე ტურნირის პლეი ოფის პირველ წრეში ევროპელთა მეტოქე ჩინეთის ნაკრები გახლდათ, რომელსაც ალავიძის გუნდმა 67:50 სძლია.

სამწუხაროდ, ლუკამ მხოლოდ 55 წამი ითამაშა. მართალია, ის სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მწვრთნელმა მოედნიდან მალევე გაიყვანა და აღარ დაუბრუნებია (იხილეთ სტატისტიკა). ევროპელებს პირველ ნახევარში გაუჭირდათ, თუმცა მეორეში მიკაი კლინტმანისა და ემანუილ დიმუს ჩინელები აშკარად დაჯაბნეს და იოლი გამარჯვებაც მოიპოვეს. 

ამ მოგებით ევროპა გავიდა მეოთხედფინალში და 11 აგვისტოს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის გაერთიანებულ ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ინდოეთი 86:29 გაანადგურა.

European boys are pumping up their game for the semifinals ❤️❤️❤️❤️🎉🎉🎉🎉🎉👏🏻👏🏻👏🏻🏀🏀🏀🏀

Posted by Tako Tkeshelashvili on 2018 m. Rugpjūtis 10 d., Penktadienis