ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

 

ლუკა ალავიძე JuniorNBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. 13 წლის კალათბურთელი გაზაფხულზე სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მე-3 წელია, Junior NBA-ს განხრით ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან თანამშრომლობს და წელს უკვე მესამედ გაუწია ორგანიზება Junior NBA – GBF ლიგას.

ლუკა ალავიძე  გასული წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც “ზაზა აკადემიაში” ასპარეზობს.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ევროპის საუკეთესო 10 მოზარდს შორის მოხვდა და 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს  პირველობაზე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს.  მანამდე კი, ლუკა ალავიძე 31 ივლისიდან 4 აგვისტომდე გუნდთან ერთად ვალენსიაში სპეციალურ მოსამზადებელ კემპს გაივლის.  

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) უკვე გამოაცხადა ის 32 გუნდი, რომლებიც წარადგენენ ევროპას JR. NBA-ის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამ ტიპის პირველი გლობალური ახალგაზრდული ტურნირია 13-14 წლის ბიჭებისა და გოგონებისათვის მთელი მსოფლიოდან. შეჯიბრი  7-12 აგვისტოს ორლანდოს სპორტულ კომპლექსში გაიმართება.

JR.NBA-ს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, 317 გოგონასა და ვაჟს შეუერთდებიან გლობალური ელჩი, NBA-ს  სამგზის  ჩემპიონი – დუენ ვეიდი, 2018 წლის  NBA-ს  „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილე  ანდრე დრუმონდი, „მილოუკი  ბაქსის“ ცენტრი – ბრუკ ლოპესი, ნეისმიტის მემორიალური საკალათბურთო დარბაზის წარმომადგენელი გრანტ ჰილი და ქალთა NBA-ს ლეგენდები: თამიკა ქეჩინგსი, სვინ ქეში და ჯენიფერ აზი.

პირველ ღონისძიებაზე შეიკრიბება ბიჭებისა და გოგონების საუკეთესო 32 გუნდი, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს ამ წლის დასაწყისში გამართულ რეგიონალურ შეჯიბრებში. 16 რეგიონალური გუნდი (8 გოგონების, 8 ბიჭების) წარმოადგენს აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს, აზია-პასიფიკს, კანადას, ჩინეთს, ევროპას, ინდოეთს, მექსიკასა და სამხრეთ ამერიკას.

ყველა თამაში ჩატარდება NBA- ს მსაჯთა განვითარების პროგრამის წარმომადგენლების მიერ. ეს პროგრამა აძლევს ამომავალ პროფესიონალებს და ყოფილ მოთამაშეებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ნბა-ში, ქალთა ნბაში და ნბა-ს  G-ლიგაში მსაჯობისთვის.

ერთკვირიანი ღონისძიების განმავლობაში, 32-ვე გუნდი მიიღებს მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომლებიც გააძლიერებს ჯუნიორ-ნბა-ს მთავარ ღირებულებებს და მისცემს მოთამაშეებს განვითარების შესაძლებლობებსა და დასამახსოვრებელ გამოცდილებას.

კეტი ბერენსი, NBA-ს  პრეზიდენტი, სოციალური პასუხისმგებლობასა  და სათამაშო პროგრამებში: „მსოფლიოს გარშემო რამდენიმეთვიანი რეგიონალური შეჯიბრების შემდეგ, მოხარული ვართ, რომ ერთად შევკრიბოთ ის 32 გუნდი, რომლებიც გამოირჩევიან არა მარტო მოედანზე, არამედ, წარადგენენ ჯუნიორ ნბა-ს მთავარ ღირებულებებს – გუნდურ მუშაობას, პატივისცემას, გუნდურ გადაწყვეტილებებს. ველით ძალიან საინტერესო და კარგ კვირას, რომელიც დატვირთული იქნება მოედანზე და მის მიღმა აქტივობებით, რომლებიც ბავშვებს ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას მისცემს“.

დუეინ ვეიდი, NBA-ს  სამგზის  ჩემპიონი: ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო ჩემპიონატი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი, ეს არის გლობალური ეტაპი ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი ნიჭი, გაერთონ და ისწავლონ ერთმანეთისგან, მოხარული ვარ, რომ უნდა ვუყურო ამ პატარა ვარსკვლავებს, თუ როგორ გაუმკლავდებიან ყველაფერს და მიიღებენ მონაწილეობას ჯუნიორ ნბა-ს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე.“

ლუკა ალავიძე: რაც უფრო მოახლოვდა მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების დღე, მით უფრო მეტად ვიაზრებ სად მივდივარ და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის. ნამდვილად დაუჯერებელია და ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ. ჩემს თანაგუნდელებსაც გამოვემშვიდობე. დიდი მოლოდინი მაქვს, ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემი ასაკის უამრავი კალათბურთელი მოიყრის თავს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. რაც შეეხება ევროპის გუნდს, რომელსაც მე წარმოვადგენ, ვფიქრობ საკმაო პოტენციალი გვაქვს. ჩემს გუნდელებთან გარკვეული კონტაქტი მაქვს, განსაკუთრებით ბერძენ მოთამაშესთან, ემანუილ დიმოუსთან  და ვფიქრობ, ჩვენს გუნდს რეალურად აქვს წარმატების მიღწევის შანსი. ჩემი, როგორც კალათბურთელის ოცნება და მიზანი ნბა-ში  თამაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობაა. მსგავს ტურნირში მონაწილეობის მიღება კი ძალიან დამეხმარება სამომავლო კარიერაში. ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი ზაზა ფაჩულიას აკადემიაში. ჩემი მწვრთნელი დავით მუმლაძე ყოველდღე მავარჯიშებდა და მამზადებდა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშის დროს ზაზა ფაჩულიამაც გამიზიარა თავისი გამოცდილება და წასვლამდე მნიშვნელოვანი რჩევა-დარიგებები მომცა.  მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მამაჩემს, ალექსანდრე ალავიძეს, რომელიც მუდმივად გვერდში მიდგას და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს საკალათბურთო კარიერაში.