ლუკა ალავიძემ JR.NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებ-წაგებით დაიწყო

ლუკა ალავიძემ JR.NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებ-წაგებით დაიწყო

7 აგვისტოს, ამერიკის ქალაქ ორლანდოში სტარტი აიღო ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც ევროპის კონტინენტის ღირსებას ლუკა ალავიძე იცავს. ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდის წევრმა ლუკა ალავიძემ Junior NBA – GBF ლიგაში წინა წელს მიიღო მონაწილეობა და ტურნირის გამარჯვებული და MVP გახდა. ლუკა კიდევ 2 ქართველ მოთამაშესთან – გეგა წულაიასთან და მარიამ გოგოიჩაიშვილთან ერთად გასულ მაისს მიწვეული იყო სლოვენიაში, ევროპის ნაკრები გუნდის დასაკომპლექტებელ შეკრებაზე. ლუკამ წარმატებით გაიარა საწვრთნელი კემპი და ის ევროპის ნაკრებში აიყვანეს.

სწორედ ანალოგიურად დაკომპლექტდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის სხვა მონაწილეებიც და 7-12 აგვისტოს ამერიკის ქალაქ ფლორიდაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გამოვლინდება. გათამაშების პრინციპის თანახმად, ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც თავდაპირველად ორად არიან გაყოფილები. ერთ მხარეს არის ამერიკის რეგიონალური გუნდბეი, ხოლო მეორე მხარეს, დანარჩენი მსოფლიო – ევროპა, აფრიკა-ახლო აღმოსავლეთი, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, აზია პასიფიკი, ინდოეთი და სამხრეთ ამერიკა. ამერიკაც და დანარჩენი მსოფლიოც საუკეთესო გუნდებს გამოავლენს და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც ეს გუნდები ითამაშებენ.

7 და 8 აგვისტოს გაიმართება კონფერენციის თამაშები და გუნდები თითოეულ კონფერენციაში 1-დან მე-8 ადგილამდე განაწილდებიან. შემდეგ დაიწყება პლეი ოფი, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან: I-VIII, II-VII, III-VI და IV-V. ასე გაგრძელდება თამაშები ფინალამდე, სადაც უკვე თითოეული კონფერენციის გამარჯვებულები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ითამაშებენ.

ევროპის ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ლუკა ალავიძე იცავს, 7 აგვისტოს 2 მატჩი უკვე გამართა. ევროპელებმა ჯერ ინდოეთს სძლიეს 75:34, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკას შეხვდნენ და 39:44 დამარცხდნენ. ორივე მატჩი ქართველმა მოთამაშემ სასტარტო ხუთულში დაიწყო. ინდოეთთან ლუკამ მოედანზე 17 წუთი გაატარა და 2 ქულა, 2 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მეორე შეხვედრაში ალავიძე 9:19 წუთი ათამაშეს.

8 აგვისტოს ევროპის ნაკრებს 1 შეხვედრა აქვს დაგეგმილი აზია-პასიფიკთან, რის შემდეგაც კონფერენციაში ნაჩვენები შედეგების შესაბამის ადგილს დაიკავებს და 9 აგვისტოდან პლეი ოფში გადაერთვება.