ლუკა ბულაშვილის 20 ქულა და გამარჯვება კონკურენტ გუნდთან შეხვედრაში

ლუკა ბულაშვილის 20 ქულა და გამარჯვება კონკურენტ გუნდთან შეხვედრაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ქართველი უკანახაზელის “კულერედომ” შინაურ კედლებში ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი “პონფერადა” 65:61 დაამარცხა, ლუკა კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველი უკანახაზელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 33 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ბულაშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ლუკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“კულერედომ” 13 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და კიდევ სამ გუნდთან ერთად პირველ-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ლიდერის რანგში მოგვევლინა. ქართველი ლეგიონერის გუნდს მომდევნო მატჩი 2 მარტს, სტუმრად, სწორედ ერთ-ერთ მდევარ “ჩანტადასთან” ელის.