ლუქსემბურგის ნაკრები თბილისშია

გამთენიისას თბილისში ლუქსემბურგის ნაკრები ჩამოვიდა. ჩვენი სტუმრები სასტუმრო “სიმპატიაში” განთავსდნენ. შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოს 4 სექტემბერს დატოვებს.ნაკრების მთავარი მწვრთნელი კრესიმირ ბაშიჩი ამბობს, რომ დღევანდელი ნაკრების ძირითადი ბირთვი ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ცხადია, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშითაც არის შევსებული.“საქართველოს ნაკრები ამ მატჩის ულაპარაკო ფავორიტია. ჩემი აზრით, თქვენს გუნდს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს. აღფრთოვანებული ვარ ზაზა ფაჩულიათი, მის გარდა კი საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენიმე უნიჭიერესი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს”, – აღნიშნა კრესიმირ ბაშიჩმა..