უკრაინის ნაკრებს ცნობილი ამერიკელი სპეციალისტი მაიკ ფრატელო გაწვრთნის. ხელშეკრულება ოფიციალურად ხელმოწერილი არ არის, თუმცა როგორც უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწერა, ფრატელოსთან შეთანხმება მიღწეულია.
ამ ფქტს თავად უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ვოლკოვი ადასტურებს, რომელიც ამერიკაში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვალერი კონდრტიევთან ერთად იმყოფება და ცნობილ სპეციალისტთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
“ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებაზეა ლაპარაკი. უახლოეს დღეეებში კი მაიკ ფრატელოსთან ხელშეკრულებაც გაფორმდება – განაცხადა ალექსანდრ ვოლკოვმა – ლაპარაკი გრძელვადიან ხელშეკრულებაზე არაა. ფრატელო მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე დაგვეხმარება. რაც შეეხება მის თანაშემწეებს, მათ უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე წარვადგენთ, რომელიც კიევში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ სამწვრთნელო შტაბი ამერიკელი და უკრაინელი მწვრთნელებისგან შესდგება. მნიშვნელოვანი პუნქტია შეტანილი ხელმოსაწერად გამზადებულ კონტრაქტში. ფრატელო კურირებას გაუწევს უკრაინის სტუდენტურ ნაკრებს, რომელიც ეროვნული ნაკრების სპარინგპარტნიორია, ასევე, სტუდენტურმა ნაკრებმა ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვას 2011 წლის მსოფლიო საზაფხულო უნივერსიდაზე. ერთადერთი ცუდი მომენტი ახლა ისაა, რომ ფრატელოს 94 წლის მამა ავადაა და ის საავადმყოფოში იმყოფება. მას არ შეუძლია მშობლის მიტოვება და უკრაინაში ჩამოსვლა”.
მაიკ ფრატელო და ალექსანდრ ვოლკოვი
ვალერი კონდრტიევი: “ჩვენ კარგა ხანია, სატელეფონო მოლაპარაკებას ვაწარმოებდით მაიკ ფრატელოსთან. ახლა კი მოგვეცა შესაძლებლობა, პირადად შევხვედროდით მას და ხელი ჩამოგვერთმია. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრინის ნაკრებს მისი არსებობის მანძილზე პირველად უხელმძღვანელებს ასეთი მაღალი დონის სპეციალისტი. სიმბოლურია, რომ შეხვედრა შედგა მაიკ ფრატელოს დაბადების დღეს. 24 თებერვალს ის 64 წლის გახდა. ჩვენ მას მივულოცეთ დ წარმატებები ვუსურვეთ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე უკრაინის მწვრთნელის პოსტზე”.
მაიკ ფრატელო გამოცდილი სპეციაისტია. ის ნბა-ს გუნდებს – “ატლანტას”, “კლივლენდს” და “მემფისს” წვრთნიდა. 1986 წელს კი ის ნბა-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.