მაიკ ფრატელომ უკრაინის ნაკრების 21 კანდიდატი დაასახელა

მაიკ ფრატელომ უკრაინის ნაკრების 21 კანდიდატი დაასახელა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ–ერთმა მეტოქე უკრაინამ გაფართოვებული შემადგენლობა გამოაქვეყნა.  უკრაინელები შეკრებას 4 ივლისს იწყებენ და თავდაპირველად ვარჯიშებს 21 კალათბურთელი დაიწყებს. საბოლოოდ ამ შემადგენლობიდან ის 14 კალათბურთელი შეირჩევა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
 
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, უკრაინის ნაკრებში თავი საუკეთესო კალათბურთელებმა მოიყარეს. ბოლო წლებში უკრაინელებს უჭირდათ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, რადგან რიგი მიზეზების გამო ნაკრებში თამაშზე უარს ამბობდა საუკეთესო თუ არა, ერთ–ერთი საუკეთესო კალათბურთელი არტურ დროზდოვი. ცნობილმა ამერიკელმა მწვრთნელმა მაიკ ფრატელომ დროზდოვთან ერთად ნაკრებში დააბრუნა საკმაოდ კარგი მოთამაშე ოლე სალტოვეცი. შემადგენლობაში ახალბედებიც არიან – დანილ კოზლოვი, ალექსანდრ ლიპოვეი და ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე კირილ ნატიაჟკო.
 
უკანახაზელები: დმიტრი ზაბირჩენკო, დენის ლუკაშოვი (ორივე ბუდეველნიკი), ალექსანდრ ლიპოვი (ბკ კიევი), ნიკოლაი ვილხოვეცკი (დნეპრი), ალექსანდრ კოლშენკო (აზოვმაში), სერგეი გლადირი (მანრესა, ესპანეთი).
 
ფორვარდები: მაქსიმ პუსტოზვანოვი (აზოვმაში), დანილ კოზლოვი, კოსტანტინ გლაზირინი, მაქსიმ კორნიენკო (სამივე დნეპრი), ანდრეი აგაფონოვი (ბუდეველნიკი), დმიტრი გლებოვი (დონეცკი), სერგეი ლიშჩუკი (ვალენსია, ესპანეთი), არტურ დროზდოვი (კრემონა, იტალია), ალექსეი ონუფრიევი (ნიკოლაევი), ოლეგ სალტოვეცი (ბკ კიევი).
 
ცენტრeბი: იგორ ზაიცევი (კრივბასი), ოლექსეი პეჩიროვი (არმანი ჯინსი, იტალია), კირილო ფესენკო (იუტა ჯაზი, NBA, აშშ), კირილ ნატიაჟკო (არიზონა, NCAA, აშშ), ვიაჩესლავ კრავცოვი (დონეცკი)