მაიკლ დიქსონი კარიერას თურქეთის მეორე ლიგის “ბაჰჩეშეჰირში” გააგრძელებს

მაიკლ დიქსონი კარიერას თურქეთის მეორე ლიგის “ბაჰჩეშეჰირში” გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრი, ამერიკელი მაიკლ დიქსონი კარიერას თურქეთისა რანგით მეორე დივიზიონში გააგრძელებს. საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “სტრასბურის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე “ბაჰჩეშეhირ კოლეჯში” გადავიდა. ცოტა არ იყოს, ეს ნაბიჯი მოულოდნელია, თუმცა ფაქტია, რომ ტრანსფერი განხორციელდა და დიქსონი ჩვენს სამეზობლოში გააგრძელებს კარიერას.

დიქსონი “სტრასბურის” შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში საშუალოდ 13.9 ქულას, 2.2 მოხსნას, 4.2 პასსა და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა, ჩემპიონთა ლიგაში კი – 13.0 ქულას, 2.5 მოხსნას, 4.3 პასსა და 1.0 ჩაჭრას. რაც შეეხება მის სანაკრებო მონაგარს, დიქსონმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მაისურით ხუთივე მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13.8 ქულას, 2.0 მოხსნას, 5.0 პასსა და 1.4 ჩაჭრას აგროვებდა.

მაიკლმა კიდევ უფრო შედეგიანად დაიწყო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. გერმანიასა და სერბეთთან მატჩების შემდეგ, ამერიკელი უკანახაზელის საშუალო მონაგარი ასე გამოიყურება: 29.5 ქულა (საუკეთესო მთელს ტურნირში), 4.0 მოხსნა, 7.0 პასი, 2.0 ჩაჭრა. 

რაც შეეხება მის ახალ გუნდს, “ბაჰჩეშეhირი” თურქეთის მეორე ლიგაში 13 ტურის შემდეგ 6 მოგებით მე-11 ადგილზეა. დიქსონის დებიუტი 16 დეკემბერს იგეგმება, როცა “ბაჰჩეშეჰირი” “ისთამბულსფორს” უმასპინძლებს.