მაიკლ დიქსონი თურქეთის მეორე ლიგის ფინალის ზღურბლზეა

მაიკლ დიქსონი თურქეთის მეორე ლიგის ფინალის ზღურბლზეა

მაიკლ დიქსონი თურქეთის მეორე ლიგის ფინალს მიუახლოვდა. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელის გუნდმა “ბაჰჩეშეჰირმა” ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი “ბურსასფორს” 87:73 მოუგო, 2:1 დაწინაურდა და ფინალამდე 1 ნაბიჯი აკლია.

დიქსონმა მოედანზე თანაგუნდელთაგან უმეტესი – 34:58 წუთი გაატარა და 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 9 ქულას მაიკლმა 3 მოხსნა და 4 პასი წაამატა. ამასთან, დიქსონმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

“ბაჰჩეშეჰირი” ბურსელებს 21 მაისს კიდევ ერთხელ დაუხვდება და თუკი ამჯერადაც იმარჯვა, ფინალის საგზურს მოიპოვებს.