მაიკლ დიქსონის 10 პასი, 5 ქულა და გამარჯვება თურქულ ლიგაში

მაიკლ დიქსონის 10 პასი, 5 ქულა და გამარჯვება თურქულ ლიგაში

საქართველოს ნაკრებში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ, მაიკლ დიქსონი თავის გუნდ “ბაჰჩეშეჰირს” დაუბრუნდა და მას თურქეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი მოაგებინა. ბაჰჩეშეჰირელებმა სტუმრად “კარესი სპორს” 78:73 სძლიეს, დიქსონმა კი 29:40 წუთში 5 ქულა, 10 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მაიკლმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბაჰჩეშეჰირმა” 15 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრას კი 3 მარტს, შინ, “ახისარ ბელედიესთან” გამართავს.