მაიკლ დიქსონმა ავსტრიაში წამოსვლამდე “ბაჰჩეშეჰირს” მოაგებინა

მაიკლ დიქსონმა ავსტრიაში წამოსვლამდე “ბაჰჩეშეჰირს” მოაგებინა

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებს დღეს უერთდება, გუშინ კი მან თურქეთის ჩემპიონატში ითამაშა და თავისი გუნდის, “ბაჰჩეშეჰირის” გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მეტოქე გახლდათ თურქეთის მეორე ლიგის რიგითი კლუბი “ბაკირკოი”, რომელსაც ბაჰჩეშეჰირელებმა 98:75 სძლიეს. 

დიქსონმა თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 30:27 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 5-ვე ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ბაჰჩეშეჰირმა” 14 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 თებერვალს სტუმრად “კარესი სპორთან” გამართავს.

მაიკლი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დღეს, დილის საათებში ჩამოვა და საღამოს საქართელოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს.